reportiori.ge - "დინამოს" ბაზაზე ცრუ განგაშის ავტორი დაკავებული არ არის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:44
სამართალი
"დინამოს" ბაზაზე ცრუ განგაშის ავტორი დაკავებული არ არის
ავტორი:
28 ივლისი, 2013. 12:52

"დინამოს" ბაზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი დაკავებული არ არის. როგორც "რეპორტიორთან"  საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები ცრუ შეტყობინების ავტორს უახლოეს მომავალში დააკავებენ. „საგანგებო სიტუაციების სამსახურში ცრუ შეტყობინების შესახებ ინფორმაცია  გუშინ საღამოს დაფიქსირდა, ადგილზე მობილიზებული იყო გამნაღმველთა ბრიგადა რომლებმაც "დინამო თბილისის" ყველა თანამშრომელს დიღმის საწრთვნელი ბაზის ტერიტორიის დატოვება სთხოვეს. ბაზაზე დაახლოებით ორ საათიანი მუშაობის შედეგად ბომბის არსებობა არ დადასტურდა. მიმდინარეოს გამოძიება და სამართალდამცველები ცრუ შეტყობინების ავტორს უახლოეს მომავალში დააკავებენ,"-  განაცხადა ნინო გიორგობიანმა „რეპორტიორთან" საუბრისას. მისივე განმარტებით, გამნაღმველებმა მუშაობის დასრულებისთანავე გუნდს ბაზის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს. "დინამო" ბუქარესტის "სტიაუასთან" სათამაშოდ ემზადება, რომელიც 30 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016