მაიკლ გურის შოუ პროგრამა კლუბში ნაით ოფისი - რუსეთში მოღვაწე ქართველი რეპერი მსმენელის წინაშე გუშინ ღამით წარსდგა. ორგანიზატორებმა რეპერის მსემენელთან შეხვედრა მის დაბადების დღეს დაამთხვიეს. შოუ პროგრამის ავტორების განცხადებით, მაიკლ გურის თბილისში ჩამოყვანა ქართველი მსმენელების მოთხოვნის შედეგად დაიგეგმა.
"ნაით ოფისში" შეკრებილი თინეიჯერები მაიკლ გურის სცენაზე გამოსვლას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ. მაიკლ გური ქართველი მსმენელის წინაშე მსგავსი პროგრამით პირველად წარსდგა.
ახალგაზრდა შემსრულებელი, მაიკლ გური, რომელსაც მუსიკალურ სამყაროში „რეპერ გურუს" სახელით იცნობენ რუსეთში უკვე 6 წელია მოღვაწეობს. ნაით ოფისში რეპერმა 15 - მდე საკუთარი და 5-ზე მეტი მსოფლიო ჰიტი შეასრულა. რეპერი მსმენელის წინაშე ქართველ დიჯეებთან ერთად წარსდგა.