რელიგია
დღეს საქართველოში კვირიკობას აღნიშნავენ
28 ივლისი, 2013. 13:12
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოწამეების კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა მოწამეები მცირე აზიაში ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ, თუმცა როდესაც იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანების დევნა დაიწყო, დედა-შვილი ქალაქს გაერიდა. მოგვიანებით, მათ მაინც მიაგნეს და იმპერატორის წინაშე სამსჯავროზე გაიყვანეს. დედა-შვილმა ქრისტიანობა არ უარყო, რის შემდეგაც, მცირეწლოვანი ვაჟი კვირიკე კიბეზე დააგორეს, ივლიტას კი თავი მოჰკვეთეს. წმინდანებს მორწმუნეები ოჯახური ბედნიერების და სნეულ ყრმათა განკურნებისთვის ევედრებიან. წმინდანებს - კვირიკესა და ივლიტას განსაკუთრებით სვანეთში სცემენ თაყვანს, სადაც ამ დღეს სახალხო დღესასწაული ლიგურკე იმართება.
12 თებერვალი, 2016. 16:16
03 თებერვალი, 2016. 01:20
01 თებერვალი, 2016. 10:35
19 იანვარი, 2016. 20:14
19 იანვარი, 2016. 15:09
19 იანვარი, 2016. 10:34
ილია მეორე: უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს, ვერც მეძავნი, კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი...
07 იანვარი, 2016. 03:25
07 იანვარი, 2016. 01:11
07 იანვარი, 2016. 01:08
07 იანვარი, 2016. 01:07