რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილმა სანაპირო დაცვის თხუთმეტი წლის იუბილე აღნიშნა
28 ივლისი, 2013. 13:37
ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე, საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ოფიციალურად საქართველოს შსს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. სტუმრებს მინისტრის მოადგილემ ვახტანგ გომელაურმა, სასაზღვრო პოლიციის დირექტორმა პოლკოვნიკმა კობა ბოჭორიშვილმა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა უმასპინძლა. იუბილეს ამერიკის და ევროპის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრმა სანაპირო დაცვის მოსამსახურეები მადლობის სიგელებითა და საიუბილეო სამკერდე მედლებით დააჯილდოვა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას 15 წელი შეუსრულდა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57