reportiori.ge - რუსეთმა ჩრდილოკავკასიაში მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტები განათავსა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:32
მსოფლიო
რუსეთმა ჩრდილოკავკასიაში მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტები განათავსა
17 დეკემბერი, 2013. 16:46

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვმა ჩრდილოეთ კავკასიაში მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების პარტია განათავსა. ინფორმაციის თანახმად, სამშაბათს კრასნოდარის მხარეში რაკეტებით დატვირთულ მატარებელს დახვდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე არკადი ბახინი და სამხრეთის სამხედრო საველე მეთაური ალექსანდრ გალკინი. ვრცელდება ბახინის სიტყვები, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში რეგიონში რაკეტების კიდევ ორ პარტიას ჩაიტანენ.


აშშ-მა შეშფოთება გამოთქვა მანამდე გავრცელებული ცნობების გარშემო, რომ რუსეთმა მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტები გადააადგილა კალინინგრადის ექსკლავში, რომელიც პოლონეთს და ლიტვას ესაზღვრება. შეშფოთება გამოთქვეს პოლონეთმა და ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამაც. ისკანდერის" განვითარებული ვერსია 500 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს. ამ ტიპის რაკეტებში შესაძლებელია როგორც კონვენციური, ისე ბირთვული ქობინების გამოყენება. რუსეთი დიდი ხანია, იმუქრება კალინინგრადის ოლქში რაკეტების განთავსებით, ევროპაში აშშ-ის  ანტისარაკეტო თავდაცვის დაგეგმილი სისტემის საპასუხოდ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016