reportiori.ge - საქართველო კულტურული ფასეულობების დაცვის ჰააგის კომიტეტის წევრი გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:25
კულტურა
საქართველო კულტურული ფასეულობების დაცვის ჰააგის კომიტეტის წევრი გახდა
17 დეკემბერი, 2013. 18:48

საქართველო ოთხი წლის ვადით, შეიარაღებული კონფლიქტების დროს, კულტურული ფასეულობების დაცვის, ჰააგის კომიტეტის წევრად აირჩიეს.


როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, არჩევნები დღეს, პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში, შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის კონვენციის მე-2 ოქმის წევრი ქვეყნების, მე-5 შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

 

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მე-2 ოქმის 59 წევრმა სახელმწიფომ, რომელთაგან 41 ქვეყნის დელეგაციამ მხარი დაუჭირა საქართველოს კანდიდატურას. კომიტეტის წევრობა საქართველოს მისცემს საშუალებას აქტიურად იყოს ჩართული და საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის უზრუნველსაყოფად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს კანდიდატურას კომიტეტის არჩევნებში", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.


ცნობისათვის:  კულტურული ფასეულობების დაცვის ჰააგის  კომიტეტის მიზანია, გააძლიეროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მე-2 ოქმის მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა, ძეგლისთვის "გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის" სტატუსის მინიჭება, ამ სტატუსის დროებით შეჩერება ან ჩამორთმევა და კონვენციის ფონდიდან საერთაშორისო დახმარების გამოყოფა. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016