კონფლიქტები
მამუკა არეშიძე: კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას უსაფრთხოების მეტი გარანტია უნდა ჰქონდეს!
ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
18 დეკემბერი, 2013. 18:15
„ჩვენ ვიცით, როცა რუსები სადემარკაციო ხაზს ავლებენ, რა რუკებით ხელმძღვანელობენ, მაგრამ ხალხმაც უნდა იცოდეს, სად გადის პირობითი საზღვარი, რომ უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტიები ჰქონდეს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას", - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ, დღეს „რეპორტიორში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საერთოდაც, ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას ყურადღებას არ უნდა აკლებდეს. 84 სოფელია სულ და თითოეული სოფელი განსაკურებულ ანგარიშზე უნდა ჰყავდეს ხელისუფლებას. მართალია, ამ სოფლებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა მოქმედებს, მაგრამ ამ პროგრამაში მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის პრინციპი უნდა არსებობდეს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
12 თებერვალი, 2016. 11:05
19 დეკემბერი, 2015. 13:29
05 ნოემბერი, 2015. 12:49
29 ოქტომბერი, 2015. 12:32
13 ოქტომბერი, 2015. 14:18
26 აგვისტო, 2015. 13:42
13 აგვისტო, 2015. 12:49
04 აპრილი, 2015. 10:36
03 აპრილი, 2015. 20:10
12 მარტი, 2015. 20:18
28 თებერვალი, 2015. 15:39
21 თებერვალი, 2015. 12:07
18 თებერვალი, 2015. 18:30
17 თებერვალი, 2015. 20:02