reportiori.ge - ქეთევან ციხელაშვილი: ჟენევაში ცენტრალურ საკითხად დევნილების დაბრუნება განიხილებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:36
კონფლიქტები
ქეთევან ციხელაშვილი: ჟენევაში ცენტრალურ საკითხად დევნილების დაბრუნება განიხილებოდა
19 დეკემბერი, 2013. 11:20

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 26-რაუნდზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში, ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად, დევნილების დაბრუნება განიხილებოდა," - ამის შესახებ ჯგუფის ხელმძღვანელმა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.


„26-რაუნდმა ჩვეულ ფორმატში ჩაიარა. ჩვენ დავაყენეთ ყველა ის საკითხი, რომელიც საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ჰუმანიტარულ ჯგუფს, ჩვენი პოზიციები იყო კონსტრუქციული, პრაგმატული და მზად ვართ, რომ თითოეული საკითხი პოლიტიზირების გარეშე განვიხილოთ. ასევე, მოვუწოდეთ მოლაპარაკების სხვა მონაწილეებსაც, რომ თავი შეიკავონ პოლიტიზირებისაგან, რადგან ასეთ ჭრილში ვერც ერთი საკითხის მოგვარებას და გადაწყვეტას ვერ შევძლებთ.  სამუშაო ჯგუფში ცენტრალურ თემებად დავაყენეთ მავთულხლართებისა და სხვადასხვა ბარიკადების დამონტაჟება, რადგანაც ეს იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ადგილობრივების დაკავება, მოსწავლეებისათვის სკოლაში სიარულის შეზღუდვა, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილი ნათესავები, რომლებიც ვეღარ ახერხებენ ერთმანეთის ნახვას, ადგილობრივებს აღარ აქვთ საშუალება ახლობლების საფლავების მონახულების და სხვა მრავალი პრობლემა, რომელიც ამძიმებს მათი ცხოვრების პირობებს,"- განმარტა ქეთევან ციხელაშვილმა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 26-ე რაუნდი 17-18 დეკემბერს გაიმართა.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016