reportiori.ge - მე-13 სკოლის შენობიდან სამართალდამცველები დევნილების გამოსახლებას აპირებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:40
საზოგადოება
მე-13 სკოლის შენობიდან სამართალდამცველები დევნილების გამოსახლებას აპირებენ
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 10:19

თბილისში, ყოფილ მე-13 სკოლასთან, სადაც სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ, სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, როგორც შენობის გარე პერიმეტრზე, ისე შენობაშიც. ისინი ჟურნალისტებს სკოლის ყოფილ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. პოლიციელები მედიასთან არც კომენტარს აკეთებენ. სოციალურად დაუცველების ინფორმაციით კი, სამართალდამცველები მათ გამოსახლებას აპირებენ. მათი განცხადებით, 9 თვეა, აღნიშნულ შენობაში ცხოვრობენ, 5 დღის წინ კი შსს-სგან ტეროტორიის დატოვების შესახებ გაფრთხილება მიიღეს. სოციალურად დაუცველების თქმით, ისინი არასად წასვლას არ აპირებენ. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მივიდა. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შენობა დევნილებისთვის უნდა გარემონტდეს და ეს პროცესი იქ მცხოვრებთა გამო ფერხდება. სამართალდამცველები შენობაში, არც ადვოკატს აძლევენ შესვლის საშუალებას. ადვოკატ  ვახტანგ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული „გაფრთხილების ოქმი" კანონდარღვევით არის შედგენილი, მასში მითითებული არ არის გამოსახლების ვადები და სოციალურად დაუცველთა გვარები. მისივე განმარტებით, დადგენილების მიხედვით, რომელიც მთავრობამ 2013 წლის ზაფხულში გამოსცა, შენობა დევნილთა სამინისტროს პირდაპირი შეყიდვის წესით გადაეცა, თუმცა ადვოკატის თქმით, მას აღნიშნული შენობა საკუთარებაში დარეგისტრირებული არ უნახავს. ამასთან, თალაკვაძის ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გამო, 15 ოჯახი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი შიმშილობს. მისივე თქმით, ალტერნატიული ფართის გამოყოფის მოთხოვნით მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართეს, თუმცა მათგან ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016