reportiori.ge - თამარ ივერი: მიუხედავად პატივისცემისა დუეტ „ჯორჯიას“ მიმართ, ჯობდა, მეორე ტურში სალომე სოსო პავლიაშვილთან ერთად გამოსულიყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:53
კულტურა
თამარ ივერი: მიუხედავად პატივისცემისა დუეტ „ჯორჯიას“ მიმართ, ჯობდა, მეორე ტურში სალომე სოსო პავლიაშვილთან ერთად გამოსულიყო
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 10:37

„ტოტო კუტუნიო დღეს კი ძალიან ეცადა, გამოესყიდა თავისი გუშინდელი ლაფსუსი, მაგრამ გვიანღა იყო... ადამიანია და ბუნება, ვინ იცის, ალბათ მართლა არ მოეწონა და ვერ გაუგო ამ „ჯეირანს" და მოკალი... გუშინ, თუნდაც 9-იანი რომ დაეწერა... სალომე პირველ ადგილს გაიყოფდა... დასანანია, რომ რაღაც ლაფსუსების და მომღერლის არასწორი მენეჯმენტის გამო ჩრდილი მივაყენეთ მის ტალანტს,- ამბობს მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი - თამარ ივერი... როგორც აღმოჩნდა, იურმალას კონკურსს ისიც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს...

- ძალიან დასანანია, როდესაც მუსიკოსი და კერძოდ სალომე, ასე, 10 თავით მაღლა იდგა სხვებზე და 1 ქულის სხვაობის გამო მე- 2 ადგილს უნდა დასჯერდეს. მართლაც ძალიან მუხთლობაა ადამიანების ასე ქულებით შეფასება. რაც შეეხება კუბელ თოიბოის", თითქოს ის დღეს სხვა ადამიანი იყო. მისი შესრულება, ვფიქრობ, მხოლოდ საკუთარ ლათინურ რეპერტუარშია შთამბეჭდავი, თორემ ეს მისი შესრულებაცა და ჩემი წარმოდგენაც მასზე კარტის სახლივით ჩამოიშალა. ან რა ჩაცმულობა, კუნთების დემონსტრირება,უაზრო დეტონაციები, ხმაში არამყარი ვიბრაცია და .... სამხრეთ ამერიკას ეგეთი ლამაზი და კუნთმაგარი რობერტოები და ალეხანდროები მრავლად ჰყავს და მათი საშემსრულებლო არეალი თავიანთი ქვეყნის კონცერტებს და ვენესუელური ტელესერიალის ქუდების სიმღერას არ ცდება. მაინც მინდა მივულოცო სალომეს და ვუსურვო უფრო ჯანსაღ გარემოში,სხვა ევროპულ კონკურსებზეც სცადოს ბედი. უნიჭიერესი გოგოა, შეუძლია თავისი ნიჭით მთები შეძრას, მართლაც და იშვიათი სიძლიერის ხმა აქვს... პირველი და მესამე ტური შესანიშნავი იყო, მეორე ტურში კი ველოდი, რომ უფრო სხვა კუთხით დაანახებდა სალომე პუბლიკას თავს. მომღერალი ყოველ გამოსვლაზე ახალი წიგნივით საინტერესო და ამოუცნობი უნდა იყოს. შეუძლებელია, ყოველთვის ვოკალურ ფეირვერკებზე და მაღალ ნოტებზე აკეთო აქცენტი. ნანი ბრეგვაძის ვოკალური ფეირვერკები არავის ახსოვს, მაგრამ პირველივე ფრაზიდან ნანი იყო და მისი ფრაზის სიღრმე და ქალურობა ჟრუანტელს გვგვრიდა... არადა, ერთხელ ვუსმინე სალომეს და მას შეუძლია ადამიანების სულში ჩაწვდომა ყოველგვარი ეფექტების გარეშეც. ვფიქრობ, ასე უფრო დიდ მომღერლად დარჩება ქართველი ერისთვის. კონკურსზე მის შესაძლებლობას ბადალი არ ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა დუეტ ჯორჯიას" მიმართ, ჯობდა, მეორე ტურში სოსო პავლიაშვილთან ერთად გამოსულიყო. ისინი ძალიან ჰგვანან სცენური ტემპერამენტით ერთმანეთს და ნამდვილ ცეცხლს დაანთებდნენ. თან დუეტი ყოველთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ტრიოში სიმღერა. ეს ფაქტი ოსტატურად გამოიყენეს სომხეთის და კუბის წარმომადგენლებმა",-აღნიშნა მომღერალმა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში. 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016