არაბული კომპანია „რაკინის" შემდეგ საინვესტიციო პროექტებს საქართველოში „თურქმოლიც" აჩერებს. თურქული ჯგუფი საქართველოში 3 პროექტის განხორციელებას გეგმავდა. თუმცა, სავაჭრო ცენტრ „ნიბა დელისის" პროექტში კომპანია ჩართული აღარ არის, ასევე გაურკვეველია რუსთავისა და ბათუმის სავაჭრო ცენტრების ბედი. ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის თქმით, კომპანიამ „საქართველოს ბანკთან" შეთანხმებას ვერ მიაღწია და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა გაჩერებულია. თავად „თურქმოლში" საქართველოში პროექტებთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხოდ ტოვებენ. შეგახსენებთ, „თურქმოლი" თბილისის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის „თბილისი მოლის" პროექტში „რაკინის" პარტნიორი იყო. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა რომ „რაკინმა" ასევე შეაჩერა „შერატონის" რეაბილიტაციაც. გაურკვეველია ფოთის აეროპორტის და ვარძიის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ბედიც.