reportiori.ge - „საქართველოს რესპუბლიკა“: ოჯახური მაქინაციების შედეგად, რუსუდან კერვალიშვილმა 30 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:42
მსოფლიო
„საქართველოს რესპუბლიკა“: ოჯახური მაქინაციების შედეგად, რუსუდან კერვალიშვილმა 30 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა!
19 დეკემბერი, 2013. 14:48

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა" აქვეყნებს სტატიას სათაურით - „პოლიტიკიდან ბიზნესში და პირიქით". სტატიაში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭრივალობა - საქართველოს" მიერ გამოვლენილ შემთხვევებზე, სადაც ასახულია ფაქტები, „თუ როგორ ირღვეოდა კანონი „ნაცების" პარპაშის დროს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რასაც რეაგირება არასოდეს მოჰყოლია".


როგორც სტატიის ავტორი ზაზა ბილიხოძე წერს, სააკაშვილი ყოველმხრივ ცდილობდა პარლამენტი მონურ მორჩილებაში ჰყოლოდა.


„ამისათვის ათასგვარ მეთოდებს იყენებდა. ერთ-ერთი იყო ყოველგვარი კონტროლის მოშლა და პირიქით, ხელშეწყობაც კი ხალხის რჩეულთა ბიზნესსაქმიანობაზე. პრეზიდენტყოფილმა წესად შემოიღო, რომ სახელმწიფო „ტენდერებს" პარლამენტარების, მთავრობის მაღალჩინოსნების ან მათი ოჯახის წევრების დაფუძნებული, თუნდაც წილში მათთან მყოფი კომპანიები იგებდნენ", - წერს ავტორი ზაზა ბილიხოძე.


სტატიაში მოყვანილია ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი პარლამენტის ვიცე-სპიკერის რუსუდან კერვალიშვილის შესახებ.


„პარლამენტის ვიცე-სპიკერი (2008-2012წწ) რუსუდან კერვალიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრამდე და შემდეგაც, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის თანამფლობელი იყო. ვიცე-სპიკერი თავის დასთან - მაია კერვალიშვილთან და სიძე „ტუი"- ვახტანგ რჩეულიშვილთან ერთად, ფინანსური პირამიდის სქემის გამოყენებით ინვესტორთა თანხების სავარაუდო გაფლანგვაში იყო ბრალდებული. ოჯახური მაქინაციების შედეგად 30 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა. სერიოზული მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ადეიშვილის პროკურატურამ ხალხის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყრა არაფრად ჩააგდო. „კლანის" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ 2012 წლის ივლისში აღიძრა, მაგრამ კბილაშვილის პროკურატურის ხელში, როგორც დაზარალებულთათვის, ასევე ფართო საზოგადოებისათვის ჯერაც უცნობია თუ რა სტადიაშია გამოძიების საქმე", - ნათქვამია სტატიაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016