reportiori.ge - რატომ ურტყამდა თავში ვანო მერაბიშვილს ირაკლი ოქრუაშვილი?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 05:04
პრეს-დაიჯესტი
რატომ ურტყამდა თავში ვანო მერაბიშვილს ირაკლი ოქრუაშვილი?!
ავტორი:
19 დეკემბერი, 2013. 16:01

დღეს აღარავინ იხსენებს, როგორ დაიწყო დიდ პოლიტიკაში შემოსვლა აწ პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც დღეს საკნიდან მის გატაცებასა და შანტაჟზე ლაპარაკობს. 2002 წელის მერაბიშვილი „ვაშინგტონ პოსტს" აძლევს ინტერვიუს იმაზე, რომ შევარდნაძე უკვე „გამოსირდა" და დროა, ხელისუფლებაში ახალგაზრდა რეფორმატორები მოვიდნენ. ამ ინტერვიუს მძაფრი რეაქცია მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ წრეებში. შესაძლოა, შევარდნაძე მართლაც გასაშვები იყო, მაგრამ მერაბიშვილმა და მისმა ძმაკაცებმა ყველას ჩაშვება დაიწყეს, ვისი ჩაშვებაც კი შეიძლებოდა. თუ რა კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნება პატიმარი მერაბიშვილი, ამაზე „ალიას" უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია ესაუბრება.


- ბატონო ვალერი, როცა ამ ტიპებმა ჩაშვებები დაიწყეს, თქვენ მაშინ რა თანამდებობა გეკავათ?

- მაშინ უშიშროების საბჭოთში ვმუშაობდი.

- მით უმეტეს, ძალიან კარგად უნდა გცოდნოდათ, რა სიბინძურეებს აკეთებდნენ ვითომრეფორმატორები ვანოს ჩათვლით.

- მოკლედ, ესენი გააქტიურდნენ მას შემდეგ, როცა მერაბიშვილმა ინტერვიუ მისცა „ვაშინგტონ პოსტს", ეგ ამბობდა, შევარდნაძე დაბერდა და ვეღარაფერს ვეღარ აკონტროლებსო. მე ძალიან გამიკვირდა, მაგისი ინგლისური როგორ გაიგო გაზეთის კორესპონდენტმა? ეს იყო მაგათი მხრიდან ერთ-ერთი პირველი დარტყმა, რამაც გაჟონა. ვანო მერაბიშვილის ხასიათი და ფსიქიკა რომ აღვწეროთ, ერთ მომენტს გავიხსენებ: ადრე ინტერვიუში ერთი მაგალითი უკვე მოგიყვანეთ, საქმე ეხებოდა სოხუმს... ბრძნული გამომეტყველებით იკითხა, აფხაზეთი რომ დავბომბოთ, რა მოხდებაო? მე ვუთხარი, თბილისს დაბომბავენ-მეთქი და გადაიხარხარა.


აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ყოველთვის რეალობას მოწყვეტილი კაცი იყო. ახლა მეორე მომენტი, რომლის შესახებაც არასოდეს მითქვამს: ერთ დღესაც ჩემთან მოვიდა ირაკლი ოქრუაშვილი, მასთან მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, ჯერ კიდევ „ახალგაზრდა იურისტთა საოციაციიდან" ვმეგობრობდით... მოკლედ, მოვიდა და მითხრა, მიშას იუსტიციის სამინისტროში თავის მოადგილედ მივყავარ, ახლა მაგ გიჟთან და გადარეულთან ვერ წავალ, ფული მიშოვია, ნადირობა შემიყვარდა, ვნადირობ, რა მინდა, აუტკივარი თავი რაზე უნდა ავიტკიოო? შენ მაინც ჩინოვნიკი კაცი ხარ, დასაწინაურებელი ხარ, წადი მაგასთან მოადგილედო. მე ვუთხარი: ირაკლი, შენ ქართლელი კაცი ხად, მე ვარ იმერელი-მეგრელი, ამ გიჟთან რატომ მიშვებ, ეგ ამბავი არ გამოვა-მეთქი.


სიმართლე გითხრა, მართლა ველოდებოდი დაწინაურებას, კარიერის გაკეთება მინდოდა, მაგრამ გიჟთან ნამდვილად არ ვაპირებდი მუშაობას. მაშინ, თუ ჩემი ხათრი გაქვს, მიშასთან მიდი და შენ თვითონ უთხარი უარიო. ამის შემდეგ სააკაშვილმა ირაკლი მაინც დანიშნა თავის მოადგილედ, მაგრამ კიდევ ერთხელ შემომითვალა, ჩემი მოადგილე იყავიო. წავედი უარის სათქმელად, მიშა ადგილზე არ დამხვდა, დროებით შევედი კოტე კუბლაშვილის კაბინეტში, მოგვიანებით გადავედით ოქრუაშვილის კაბინეტში. ამ დროს თქვეს, მიშა მოვიდაო, მაგრამ მას მოჰყვა მთელი „ბატალიონი" და მათ შორის, ვანო მერაბიშვილი, რომელიც აღტყინებულია: ნახეთ, ფინანსთა მინისტრმა ნოღაიდელმა რა გააკეთა? ახლა უნდა დავარტყათ, გავასწოროთ მიწასთანო. ამ დროს თავში წამოარტყა ოქრუაშვილმა, შე შტერო, რა უნდა დავარტყათ, ასეა თუ ისე, მაინც ხომ ჩვენი გუნდის წევრიაო?! ჰოოო... მაგი არ მიფიქრიაო. ვანო ყოველთვის იყო რაღაც იდეის წამომსროლელი, მაგრამ არ უკვირდებოდა, იმის იქით რა მოხდებოდა. მას ყოველთვის სჭირდებოდა თავში წამომრტყმელი, ანუ ოპონენტი. თუ ასეთი ვინმე არ ჰყავდა, მისი იდეები ყოველთვის გადიოდა. მაგალითად, მიშა იტყოდა, - რკინიგზა უნდა გავიყვანოთ აეროპორტიდან ვაგზლამდეო, ეეც ტაშს უკრავდა და ამბობდა, - ძალიან ეფექტური იქნებაო. რკინიგზა მაინც გააკეთეს და ბოლოს გამოვიდა სისულელე, არავითარი ეფექტი. თუ ვანო იტყოდა, მავანი უნდა დაიჭიროთო, ამაზე არაფერს ეუბნებოდნენ, დ აიჭერდა ვიღაცას. მოკლედ, ვანო და ტყუილები ერთმანეთთან ახლოს არიან.


- ანუ დღეს რასაც ლაპარაკობს ეს მტკნარი სიცრუეა?

- არსებობს რამდენიმე ვერსია, ერთი ვერსიის თანახმად, თითქოს გარეთ მყოფებს აშინებს, ანუ მიშას აშანტაჟებს. მეორე ვერსია არსებობს, თითქოს, რაღაც მსგავსი მოხდა და ამან უფრო მეტად გაბუქა. მე უფრო მეორე ვერსიას ვემხრობი, მას რაღაც მინიშნებები მისცეს და ყველაფერი გააზვიადა. ის, რომ მერაბიშვილისგან რაღაც ინფორმაციებს ითხოვენ, რაც დაკავშირებულია სააკაშვილის ანგარიშებიდან და ასევე, მის პერსონალურ ანგარიშებთან, ეს ფაქტია. მათ მიერ მიღებული კანონმდებლობით სავსებით შესაძლებელია მოსთხოვონ გამოძიებასთან თანამშრომლობა. სწორედ ასე უკეთებდნენ წინა ხელისუფლების მინისტრებს „ნაციონალები", მილიონები მოატანინეს საპროცესო გარიგებების შედეგად. მისგან, ალბათ, ითხოვენ ინფორმაციას მიშაზე. როგორც მე ვიცი, ვანოსაც დაახლოებით მილიარდამდე აქვს ნაშოვნი. რაც შეეხება უგულავას, ეს უკვე სხვა პირამიდის თავში იყო, მეორე ბოლოში იყვნენ ადეიშვილი, სააკაშვილი, ვანო და გივი თარგამაძე. აგერ დაიჭირეს ორი კაცი და გამოჩნდა უგულავას პირამიდის შინაარსი. უგულავას შემთხვევაში კორუფცია უფრო დაბალ დონეზე ჩამოდიოდა, იყო ტენდერები, თავიანთი ფირმები, ესენი თვითონვე იმარჯვებდნენ და ასე აეთებდნენ ფულს.


გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016