reportiori.ge - „ალია“: ზურაბ ჟვანიას საკუთარი დაცვის უფროსმა - კობა ხარშილაძემ ესროლა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:17
მედია
„ალია“: ზურაბ ჟვანიას საკუთარი დაცვის უფროსმა - კობა ხარშილაძემ ესროლა!
ავტორი:
19 დეკემბერი, 2013. 19:03

ზურაბ ჟვანიას ბოლო სიტყვები იყო - რას შვრებით, ბიჭო, მღუპავთ? რის შემდეგაც მას თავისივე დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ ესროლა, მკვლელობას იღებდნენ ვიდეოკამერით", - ამის შესახებ გაზეთი ალია" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.


გამოძიების ხელმეორედ დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, პროკურატურისთვის ახალი გარემოების შესახებ ცნობილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გახდა, პროკურატურა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მოწმეზე გავიდა. სანდო წყაროს ინფორმციით მოწმე ჰყვება, სად და როგორ მოხდა მკვლელობა. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ 3 თებერვალს, დაახლოებით 00:10 საათზე წყნეთის ასასვლელთან ციმციმებ ჩართულმა მანქანამ აიარა, ცოტა ხანში მას მოჰყვა სამთავრობო მანქანა, სადაც მძღოლის გარდა ორნი ისხდნენ. მას მოჰყვებოდა კიდევ ერთი, ასევე სამთავრობო მანქანა, რომელსაც მოულოდნელად, შუაში მიმავალი ავტომობილისთვის გადაუსწრია და გზა გადაუკეტავს. მანქანიდან გადმოვიდა მაღალი აღნაგობის მამაკაცი, რომელიც ხარშილაძე უნდა ყოფილიყო. სწრაფი ნაბიჯებით გაექანა და შუა მანქანაში ჩაჯდა. დავინახე, პალტო მოჰყვა, გააღო კარი და ხელახლა მიხურა. ძალიან მალე ხმამაღლა ყვირილი შემომესმა: „ბიჭო, რას შვრებით, მღუპავთო?" და იარაღის გასროლის ხმაც გაისმა - მოკლული ზურაბ ჟვანია იყო. როგორც მახსოვს, ამას ვიდეოთი იღებდნენ. ესკორტის მანქანა უკან მობრუნებული აღარ დამინახავს", - წერს ალია" სანდო წყაროზე დაყრდნობით.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016