პოლონელი ალპინისტების დასახმარებლად სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის გიორგი ძაგნიძის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები უამინდობის გამო ფერხდება, თუმცა მაშველები ვითარებას აკონტროლებენ. რაც შეეხება დაშავებული მთამსვლელის მდგომარეობას ძაგნიძიას თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლონელ მთამსვლელებს პრობლემები მას შემდეგ შეექმნათ რაც ერთ- ერთი მათგანი მთაზე სვლისას თოკიდან მოწყდა. „საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი სრულად აკონტროლებს სიტუაციას, ამინდის გაუარესების გამო გვიჭირს მუშაობის გაგრძელება, თუმცა მიუხედავად ამისი ჩვენი ჯგუფი რომელიც იმყოფება მესტიაში, ისინი გადაადგილდებიან შემთხვევის ადგილას და გააგრძელებენ მუშაობას. დაშავებულის ჯამრთელობის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,"-განაცხადა გიორგი ძაგნიძემ.