reportiori.ge - რუსთაველის თეატრში მიხეილ ჭავჭავაძის გამოფენა გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:56
კულტურა
რუსთაველის თეატრში მიხეილ ჭავჭავაძის გამოფენა გაიმართება
20 დეკემბერი, 2013. 12:12

22 დეკემბერს 17:00 სთ-ზე საქართველოს  კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს, შოთა რუსთაველის პროფესიული დრამატული თეატრის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისა და  კომპანიის ასკანელი ძმები" ორგანიზებით რუსთაველის თეატრის ფოიეში გაიმართება თეატრისა და კინოს ცნობილი ქართველი  მხატვრისა და სცენოგრაფის მიხეილ ჭავჭავაძის გამოფენა.


მიხეილ ჭავჭავაძე, თეატრისა და კინოს მხატვარი, სცენოგრაფი, 1944 წლის 3 იანვარს დაიბადა ქალაქ თბილისში, ექიმი-თერაპევტის თინათინ მუჯირისა და არქიტექტორ დავით ჭავჭავაძის ოჯახში.


მიხეილ ჭავჭავაძემ  ჩააბარა მისაღები გამოცდები სამხატრო აკადემიაში და სცენოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.სამხატვრო აკადემია მან 1967 წელს თეატრის მხატვრის სპეციალობით დაამთავრა. 

1969-82 წლებში იგი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მხატვარი გახდა.

პარალელურად, 1974 წელს, მიხეილ ჭავჭავაძემ სანდრო მრევლიშვილთან და გაიოზ კანდელაკთან ერთად, დააარსა ახალგაზრდული სტუდა ''მეტეხის თეატრი'', რომლის მთავარი მხატვარიც იყო დაარსების დღიდან.

1981 წელს მიხეილ ჭავჭავაძეს მიენიჭა საქართვეელოს დამსახურებული მხატვრის წოდება. ხოლო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში დადგმული ი. სამსონაძის პიესის - ''ბედნიერი ბილეთის'' - სცენოგრაფიისათვის, 1991 წელს დაჯილდოვდა საქართვეელოს სახელმწიფო პრემიით.

1995 წელს მიხეილ ჭავჭავაძე მოულოდნელად გარდაიცვალა 51 წლის ასაკში, გულის შეტევით. იგი საბურთალოს სასაფლაოზეა დაკრძალული. 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016