reportiori.ge - ”ბრავო რეკორდსი” ახალი მუსიკალური პროექტის - ”მე ვხედავ მზეს” -პრეზენტაციას დღეს გამართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:12
კულტურა
”ბრავო რეკორდსი” ახალი მუსიკალური პროექტის - ”მე ვხედავ მზეს” -პრეზენტაციას დღეს გამართავს
20 დეკემბერი, 2013. 13:19

მუსიკალური ბიზნეს კომპანია „ბრავო რეორდსმა" მუშაობა დაასრულა  ახალ მუსიკალურ პროექტზე - "მე ვხედავ მზეს".  პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით ხორციელდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაცია დღეს, ბრავო რეორდსში" გაიმართება.

 პროექტის ძირითადი მიზანია მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაქსიმალურად ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოების მხრიდან და მათი პრობლემების მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამახვილება. 
პრეზენტაციას წარუძღვებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კანდელაკი და "ბრავო რეორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია.
პროექტი გულისხმობს CD ალბომის გამოცემას, რომელშიც შედის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ცნობილი მომღერლების მიერ შესრულებული 10 სასიმღერო კოლაბორაცია, როგორც ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული და უცხოური მუსიკალური ნაწარმოები, ასევე ჯერაც უცნობი სიმღერები.
კოლაბორაციები: ნინი ბადურაშვილი და შაბან მამედოვი, ნინი ქარსელაძე, გიორგი სუხიტაშვილი და ძმები ცოტნე და თორნიკე ტურაბელიძეები, ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" და მერი პაპუნაიშვილი; ნოდიკო ტატიშვილი, მარიამ კაპანაძე და თათია მამუკაშვილი; ნატალიკო ქუთათელაძე და თამარ ცალქალამანიძე, ბორის ბედია, სულხან გველესიანი და რამინ მიქაბერიძე; ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი და ნიკა წიკლაური, ბესო ლეკიაშვილი და ლადო ინასარიძე,ანსამბლი "შვიდკაცა"და ნატალია ვეფხვაძე; "ფორტე", მაიკო კუცია და ანი სიხაშვილი; კვინტეტი "Quintessential Five" და ქალთა  კვარტეტი.
პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია ცნობილი კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი რუსა მორჩილაძე. 
CD ალბომი მხატვრულად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდამ, ლექსო ფოდიაშვილმა გააფორმა. სპეციალურად ამ პროექტისათვის ალბომის სათაური "მე ვხედავ მზეს" ცნობილ მხატვარ გია გუგუშვილთან ერთად სამხატვრო ტილოზე ასახა და პროექტს უსახსოვრა. სწორედ მათი ნახატის დეტალებზე დაყრდნობით შეიქმნა ალბომის დიზაინი. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016