"იუკოსის" ყოფილი მფლობელის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიხეილ ხადარკოვსკის შეწყალების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა . ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი"ავრცელებს.
"ვიხელმძღვანელეთ რა ჰუმანური პრინციპებით, ვადგენთ: შეწყალებულ იქნას მიხეილ ხადარკოვსკი. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მიხეილ ხადარკოვსკის ადვოკატის, ვადიმ კლიუვგანტის განცხადებით, ბრძანება ძალაში დღესვე შედის და "იუკოსის" ყოფილი შეფი კოლონიიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
შეაგხსენებთ, მიხეილ ხადარკოვსკი 2003 წელს დააკავეს. სასამართლომ მას თაღლითობისთვის, ქონების მითვისებისა და გადასახადის დამალვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2010 წელს ხოდორკოვსკი და მისი პარტნიორი პლატონ ლებედევი სასამართლომ ნავთობმომპოვებელი კომპანიებისგან ნავთობის მიტაცებისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხების გათეთრებაში სცნო დამნაშავედ და მეორედ გაასამართლა. მიხეილ ხადარკოვსკის პატიმრობის ვადა 2014 წლის აგვისტოში ეწურებოდა.