მე -13 სკოლის შენობა სოციალურად დაცევლი პირების ნაწილმა დატოვა. მათ ალტერნატიული ფართი ჯანდაცვის სამინისტრომ კოჯორში შესთავაზა. როგორც "რეპორტიორს" ჯანდაცვის სამინისტროში განუმარტეს საუბარია 15 ოჯახზე რომლებიც მე-13 სკოლის შენობის დატოვების შემდეგ კოჯორში იცხოვრებენ. ჯანდაცვის სამინისტრო არ ასახელებს საცხოვრებელი ფართის ადგილმდებარეობას რადგან არსებობს საფრთხე იმისა, რომ სოციალურად დაუცველმა პირებმა შენობაში შესვლა შესაძლოა თვითნებურად სცადონ. სოციალურად დაუცველ ოჯახებთან გასაუბრებას ცდილობდა მათი უფლებადამცველი, თუმცა ადვოკატს შენობაში შესვლის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. უფლებადამცველის განმარტებით სამართლებრივად ოჯახებს შენობა უკანონოდ აქვთ დაკავებული თუმცა 30- მდე ოჯახი უსახლკაროდ რჩება."სად იცხოვრებს ეს ხალხი, ეს ადამიანები უსახლკაროდ რჩებიან. ვფიქრობ, რომ ეს სახელმწიფოს ზნეობრივი და მორალური პასუხისმგებლობის საკითხია"-განაცხადა სოციალურად დაუცველი ოჯახების ადვოკატმა.