reportiori.ge - მარიამ კოჩალიძის ახლობლების ინფორმაციით, გოგონა მკვლელს იცნობდა და დღიურში მასზე ჩანაწერებს აკეთებდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:34
საზოგადოება
მარიამ კოჩალიძის ახლობლების ინფორმაციით, გოგონა მკვლელს იცნობდა და დღიურში მასზე ჩანაწერებს აკეთებდა
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 12:03

26 ივლისს, 12 საათზე, ბათუმში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში სადისტურად მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის ცხედარი დაასვენეს. მისმა მკვლელობამ საქართველო შეძრა. ყველას ერთ კითხვაზე სურდა პასუხი: რატომ გამოსჭრა მკვლელმა ყელი გოგონას, რომელიც სანაპიროზე იჯდა და ბლოკნოტში ჩანაწერებს აკეთებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ირანშიც აქვს დანაშაული ჩადენილი. „მარიამმა ინგლისური იცოდა და შეიძლება მკვლელს გამოელაპარაკა. ამ ბიჭზე ჩანახატებს აკეთებდაო, ჩვენც გვითხრეს. დეტალები არ ვიცი, დღიური პოლიციაშია. ისეთი ტრაგედია მოხდა, გაანალიზებას ვერ ვახერხებ",-ამბობს მარიამის ნათლია. 16 წლის მარიამის მკვლელობის მიზეზად თავდაპირველად, ძარცვას ვარაუდობდნენ, მაგრამ ეს ვერსია გამოირიცხა. უკვე ცნობილია, რომ მკვლელმა მარიამის ველოსიპედი მხოლოდ გადასაადგილებლად გამოიყენა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ქუჩაში მიაგდო, შავი ტაქსი გააჩერა და სარფის საბაჟომდე იმგზავრა. ნაპოვნია ასევე მარიამის კუთვნილი „აიფონ 4". ახლობლები მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად მსხვერპლშეწირვას განიხილავენ. თვლიან, რომ მკვლელი სექტანტია და რიტუალი ჩაატარა. მან მარიამის ნათლობის ჯვარი და ბეჭედი წაიღო. მოვითხოვთ, არც ერთი ირანელი არ შემოვიდეს საქართველოში... მარიამი წმინდა ქრისტიანი იყო. ვფიქრობთ, მკვლელმა შეიწირა მსხვერპლად. იმ ტერიტორიაზე ბომჟები იკრიბებიან, მარიამს ეცოდებოდა და საჭმელი მიჰქონდა. შეიძლება მკვლელისთვისაც მიუტანია. ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ვფიქრობთ, ბოთლის ნატეხით აქვს ბავშვს ყელი გამოჭრილი. პირდაპირ არტერია გადაუჭრა. სხვა ძალადობის კვალი სხეულზე არ ეტყობოდა, არც გაუპატიურებული იყო. ქათამივით გამოსჭრა ყელი და რომ არ ეფართხალა, ლოდი დაადო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ტკივილს განიცდიდა ბავშვი, სიმწრისგან მიწა ხელით მოუფხოჭნია. ასეთი ადამიანი ცოცხლად უნდა დაწვა. სასწრაფოდ დააკავონ და  უმკაცრესად დასაჯონ, თუმცა რა ნუგეშია ჩვენთვის... მარი ჩანახატებს წერდა, პატარა ბლიც-ინტერვიუებს აკეთებდა, მათ შორის ბომჟებთანაც. პოლიციაში გვითხრეს, იმ მკვლელსაც იცნობდაო, ეტყობა, გამოელაპარაკა. ამბობენ, მარიამის ბლოკნოტში ირანელი მკვლელი ტურისტის ცხოვრებაა აღწერილიო. რად უნდოდა მარიამის ჯვარი? ესეც მიანიშნებს, რომ სექტანტია", - ამბობს მარიამის ბიცოლა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016