reportiori.ge - ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ფემინისტები აქციას „ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს!“ გამართავენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:32
საზოგადოება
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ფემინისტები აქციას „ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს!“ გამართავენ
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 12:12

„ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს!" - ამ ლოზუნგით ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან აქციას გამართავს. აქცია სოციალური ქსელებით დაიგეგმა. აქცია ხვალ, 17:00 საათზე გაიმართება. „აქციაზე მოვა ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტის შედეგია საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული ისეთი მოვლენების, როგორებიცაა: ქალის სექსუალობის კონტროლი, სექსიზმი, ქალისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება, ორმაგი მორალური სტანდარტები, სექსის დემონიზაცია და სექსის ტაბუირება (ქალისთვის) და ა.შ., რაც თავისთავად იწვევს მახინჯი და ქალებისთვის სრულიად დამამცირებელი პრაქტიკების არსებობას საზოგადოებაში - ქალიშვილობის აღდგენა საქალწულე აპკის გაკერვით, ქალიშვილობის დამდგენი ექსპერტული ანალიზი და ა.შ. მიგვაჩნია, რომ „ქალიშვილობის ინსტიტუტი" კულტურის მავნე ტრადიციაა და „ქალწულობა" არ შეიძლება რჩებოდეს 21-ე საუკუნეში ადამიანის ღირსების განმსაზღვრელ ინდიკატორად, რადგან ის პირდაპირ თავს ესხმის ქალის ფუნდამენტურ უფლებას - იყოს თავისუფალი საკუთარ არჩევანში. ასევე, საგანგაშოა ფაქტი, რომ ამ მავნე ტრადიციის პრაქტიცირებას ხელს უწყობენ სახელწიფო ინსტიტუტები (ვგულისხმობთ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს", რომელიც ქალიშვილობის დადგენის სერვისს სთავაზობს ყველა მსურველს), რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუციას და გაცხადებულ გენდერულ პოლიტიკას", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. აქცია გამოხმაურებაა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში დიდი მოთხოვნაა ე.წ. ქალიშვილობის დადგენის მომსახურებაზე.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016