reportiori.ge - ნოდარ ხადური: ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თავისუფალი ბიზნესგარემო შექმნას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:31
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თავისუფალი ბიზნესგარემო შექმნას
21 დეკემბერი, 2013. 12:06

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ"-ში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა  „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" პროექტის ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში, ვალის მართვის, აგრეთვე ეკონომიკური დანაშაულის გამოძიების კუთხით მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.


მისი შეფასებით, საქართველოში ეკონომიკის გამოცოცხლება შეინიშნება და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თავისუფალი ბიზნესგარემო შექმნას.


 "ჩვენ ჯერ არ გვაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის თუნდაც შეფასებითი მაჩვენებელი, მაგრამ გვაქვს დამატებით გადამხდელი საწარმოების ბრუნვა და წელს ოქტომბერში ზრდამ შეადგინა 5,9%, ხოლო ნოემბერში 14,4% შეადგინა დღგ- გადამხდელი საწარმოების ბრუნვის ზრდამ, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგი მაჩვენებელია და ადასტურებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის გამოცოცხლება შეინიშნება.. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიზნესი უნდა იყოს, ასევე, კერძო სექტორი და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თავისუფალი ბიზნესგარემო შექმნას", - განაცხადა ხადურმა.

მისი თქმით, ქვეყანაში მშენებლობების გამოცოცხლებაც შეინიშნება, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ  სამშენებლო მასალების იმპორტი გაიზარდა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016