reportiori.ge - შს სამინისტროს თანამშრომლები „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“-ზე ირლანდიაში მიემგზავრებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:31
საზოგადოება
შს სამინისტროს თანამშრომლები „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“-ზე ირლანდიაში მიემგზავრებიან
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 13:09

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები წელს, პირველად, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“-ში მიიღებენ მონაწილეობას. შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველო წელს, პირველად, მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადაში, რომელშიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მსოფლიოს 70 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 67 სახეობაში ასპარეზობს. ოლიმპიადა ორიენტირებულია პოლიციელების ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შსს-ს თანამშრომლები, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდათ, 1-დან 12 აგვისტომდე ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გაემგზავრებიან. 16 ქართველი პოლიციელი „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“-ზე სპორტის 7 სახეობაში იასპარეზებს: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, მძლეოსნობა, მკლავჭიდი, კრივი, სროლა, ცურვა. შს სამინისტრო მომავალში, აღნიშნული ოლიმპიადის ფარგლებში, სპორტის უფრო მეტ სახეობაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016