პატიმარ დავით მიქელაძის ოჯახის წევრებმა და ნათესავაებმა მსჯავრდებულის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განმარტებით მიქელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. პატიმრის ოჯახის წევრების განცხადებით არსებობს ექიმების დასკვნა, რომლის მიხედვითაც მტკიცდება, რომ მიქელაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისი მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ მოხერხდება. საპროტესტო აქცის გამოეხმაურა ეკა ბესელია. დეპ[უტატის განმარტებით დღის ბოლოს მას სრული ინფორმაცია ექნება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც ის მიქელაძის გათავიუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს. დავიტ მიქელაძე სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ბრალდებით დააკავეს. მას თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიესაჯა, სასჯელის მოხდამდე მიქელაძე 4 წელი დარჩა.