reportiori.ge - ბავარიელები კალაძის ნაკვალევზე: ბაიერნი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონია!(ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:25
სპორტი
ბავარიელები კალაძის ნაკვალევზე: ბაიერნი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონია!(ვიდეო)
22 დეკემბერი, 2013. 03:18

მაროკოში დასრულდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომლის ფინალში, მაროკოს „რაჯა კასაბლანკა" და გერმანული მიუნხენის „ბაიერნი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გერმანულ გრანდს, რომელსაც ტიტულოვანი ესპანელი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თავკაცობს, ნახევარი ტაიმი დასჭირდა საიმისოდ, რათა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დაეფიქსირებინა...


ბავარიელები სწრაფი გოლით, მე-7 წუთზე დაწინაურდნენ დანტე ბონფიმმა ანგარიში გახსნა. 22-ე წუთზე კი ტიაგო ალკანტარამ ტაბლოზე საბოლოო შედეგი, 2:0 დააფიქსირა. ამ მატჩის დარჩენილი დრო, „ბაიერნის" ჰეგემონიით წარიმართა. თავის მხრივ, მაროკოელებიც ცდილობდნენ ანგარიშის შეცვლას, მაგრამ ამ თამაშში მეტი გოლი აღარ გასულა.

რიგით მსოფლიოს საკლუბო მე-10 ჩემპიონატის ფინალში, მიუნხენის „ბაიერნმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:


ნოიერი, დანტე ბონფიმი, რაფინია, ჟერომ ბოტენგი, ლამი, ალკანტარა, რიბერი, შაკირი (80. გიოტცე), მიულერი (76. მანჯუკიჩი), ალაბა, კროოსი (60. ხავი მარტინესი.


აღსანიშნავია ის, რომ „ბაიერნი" პირველი გერმანული გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. საგულისხმოა ის, რომ 2007 წელს, „მილანის" რიგებში, ეს ტიტული საქართველოს ნაკრების ექს კაპიტანმა კახი კალაძემაც აღმართა...

მსოფლიოს, წინა 9 საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულთა ჩამონათვალი ასეთია:

2000 წელი - კორინთიანსი (ბრაზილია)

2005 წელი - სან პაოლუ (ბრაზილია)

2006 წელი - ინტერნასიონალი (ბრაზილია)

2007 წელი - მილანი (იტალია)

2008 წელი - მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)

2009 წელი ბარსელონა (ესპანეთი)

2010 ინტერი (მილანი, იტალია)

2011 ბარსელონა (ესპანეთი)

2012 წელი კორინთიანსი (ბრაზილია)

დაბოლოს, ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალამდე მე-3 ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც რონალდინიოს გუნდმა, ბრაზილიურმა „ატლეტიკო მინეირომ" ცნობილი იტალიელი მწვრთნელის, მარჩელო ლიპის გუნდი, ჩინური „გუანჯოე ევერგრანდი" 3:2 დაამარცხა და მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. ამ შეხვედრას ბრაზილიელები დიეგო ტარდელის გოლით იგებდნენ, მაგრამ 7-წუთიან შუალედში ჩინელებმა ორი გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს კი რონალდინიომ ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმითა და ულამაზესი გოლით ანგარიში გათანაბრა, მეორე ტაიმის ბოლოს კი ბრაზილიელთაგან ლუანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

თუმცა, ამ ტურნირის ფინალისა და მე-3 ადგილისთვის მატჩების მიმოხილვის ლინკებს აქვე გთავაზობთ და თავადვე შეგიძლიათ ნახოთ...


 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016