reportiori.ge - სოფელ რიყეთის მცხოვრებლები სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიღებას ითხოვენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:03
რეგიონები
სოფელ რიყეთის მცხოვრებლები სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიღებას ითხოვენ
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 13:33

ხულოში, სოფელ რიყეთის მცხოვრებლები კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიღებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, ბარათები სოფელში მცხოვრებ 136-დან 69 ოჯახს დღემდე არ მიუღია. იმ იმედით, რომ ბარათები მოგვიანებით დაურიგდებოდათ, ინდმეწარმისგან ვალით ბარათების ღირებულების მინერალური სასუქები და სამუშაო იარაღები შეიძინეს. მოსახლეობის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ და რეგიონის ხელისუფლებას; თავიდან მიიღეს დაპირება, რომ განმეორებით სიებში მოხვდებოდნენ, თუმცა, რამდენიმე დღის წინ მათ განუცხადეს, რომ პროგრამა დასრულდა და სასოფლო ბარათებს ვეღარ მიიღებენ. რიყეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა მხოლოდ ის უთხრეს, რომ შეეცდებიან მომავალში მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს. ხულოს მუნიციპალიტეტში ანალოგიური პრობლემა თითქმის ყველა სოფელს აქვს. ხულოში მცხოვრები 9600 ოჯახიდან ბარათი მხოლოდ 7074-მა მიიღო.

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016