reportiori.ge - გიგი უგულავას უფლებამოსილება შეუჩერდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:11
მთავარი თემა
გიგი უგულავას უფლებამოსილება შეუჩერდა
22 დეკემბერი, 2013. 01:02

„ნაციონალური მოძრაობის"  წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით თბილისის მერს, გიგი უგულავას  უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელი განცხადებას „ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.

„გიგი უგულავას უფლებამოსილება შეუჩერეს."- წერს ხერხეულიძე.


უგულავას უფლებამოსილების შეჩერებას ტაბულას რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილიცგამოეხმაურა:

„ასე უცნაურად თუ ახდებოდა ჩემი ვარაუდი, ნამდვილად არ მეგონა. 

გიგი უგულავას დააკისრეს გირაო. სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება დარბაზში.იქ ვიჯექი, საკუთარი ყურით მოვუსმინე და წამოვედი. 

და აი ახლა, ღამის პირველ საათზე დაურეკა მოსამართლემ და გამოუცხადა, რომთანამდებობიდანაა გადაყენებული. 

აი ასეთი დემოკრატია მივიღეთ...  

მილიონნახევრიანი ქალაქის პირდაპირი წესით არჩეულ მერს მოსამართლე ისე ხსნისთანამდებობიდან, მოსმენასაც არ ატარებს."- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

შგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პროკურატურამ,  შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბრალდებულ გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება.
ქ. თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. 
გიორგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.


ბრალდების მხარემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს აგრეთვე მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, გიორგი უგულავას ქ. თბილისის მერის თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილება.

მოსამართის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას გირაოს სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა ამ წუთებში გავრცელებული ინფრომაციით, მას უფლებამოსილებაც შეუჩერდა.

ოფიციალური განმარტება აღნიშნული ფაქტის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა. 



 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016