reportiori.ge - წყლის უკანონო მოხმარებისთვის 228 იურიდიული პირი დაჯარიმდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:25
საზოგადოება
წყლის უკანონო მოხმარებისთვის 228 იურიდიული პირი დაჯარიმდა
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 14:07

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კომერციული დირექტორის,  გიორგი კობერიძის განცხადებით,  წყლის უკანონო მოხმარებისთვის 6 თვის განმავლობაში 228 იურიდიული პირი დაჯარიმდა.  საჯარიმო თანხამ 178 970 ლარი შეადგინა. აბონენტებისათვის,  მომსახურების გაუმჯობესების მიზნით  საქართველოში წყლის მრიცხველის შესამოწმებელი ლაბორატორიული სტენდი გაიხსნა. "ეს ლაბორატორია საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა და ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, გაარკვიოს საკუთარი წყლის მრიცხველის მუშაობის სიზუსტე და დადგენილი წესით მიიღოს ოფიციალური ცნობა მრიცხველის ვარგისიანობისა ან ცდომილების შესახებ. კომპანიამ შეიძინა 150 ათასი ლარის ღირებულების გერმანული წარმოების ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევის აპარატურა შესაბამისი რეაგენტებით. კვალიფიციური კადრები სათანადო აღჭურვილობით და მასალებით ადგილზე დაინტერესებული პირების თანდასწრებით გააკონტროლებენ სასმელი წყლის ძირითად ორგანოლეპტიკურ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მონაცემებს, ანალიზები დასრულდება და საბოლოო სახეს მიიღებს ლაბორატორიულ პირობებში." - განაცხადა კობერიძემ. კომპანიაში ამოქმედდა 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომლის ნომერია 2 93 00 00. ცხელი ხაზი უფასოა და მოსახლეობას ემსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა აჭარის, რუსთავის, მცხეთის და თბილისისა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016