reportiori.ge - მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლის „იავნანამ რა ჰქმნა?!“ პრემიერა გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:51
კულტურა
მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლის „იავნანამ რა ჰქმნა?!“ პრემიერა გაიმართება
23 დეკემბერი, 2013. 17:34

ნოდარ  დუმბაძის  სახელობის მოზარდმაყურებელთა  სახელმწიფო  თეატრში  იაკობ გოგებაშვილის  ნაწარმოების მიხედვით,  სპექტაკლი იავნანამ რა ჰქმნა?!" პრემიერა გაიმართება. როგორც თეატრის  პიარ მენეჯერმა, თათია პაქსაშვილმა  „რეპორტიორს"  განუცხადა, სპექტაკლი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი თავისუფალი თეატრალური პროექტების ფარგლებში დაიდგა.

 

სპექტაკლის ინსცენირების ავტორი და რეჟისორია ოთარ ბაღათურია, სცენოგრაფი აივენგო ჭელიძე.  სპექტაკლში ნიკოლოზ ნანიტაშვილი, სალომე მაისაშვილი, მერაბ ბრეკაშვილი, ნინო ანდრიაძე, ხათუნა ბერძენიშვილი, კესო მაისაშვილი, მარიამ ჯანხოთელი, მარიამ ჩუხრუკიძე, ხატია მელქაძე  თამაშობენ.

 

სპექტაკლში  „იავნანამ რა ჰქმნა?!" მოქმედება  სოფელ ვაშლოვანსა და დაღესტანში მიმდინარეობს. ერთ დროს დაღესტანსა და საქართველოს მეგობრულ-მეზობლური ურთიერთობა ქონდათ. იმდენად, რომ დაღესტანი საქართველოს მოყვრებს მოყვრულად ექცეოდა, მტრებს კი მტრულად ხვდებოდა. ორ ერს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, როცა ლეკებმა მაჰმადიანობა მიიღეს, ხოლო საქართველომ გეზი მართლმადიდებლური რუსეთისკენ აიღო", - განაცხადა  პაქსაშვილმა.

 

მისივე თქმით, ორი მეზობელი სახელმწიფოს, ორი ერის  ურთიერთმტრობისა და  შუღლის მიუხედავად, ორივე მხარეს ცხოვრობდნენ ღირსეული და კეთილი ადამიანები. მათთვის  უცხო არ იყო მოყვასის სიყვარული, მოწყალება და თანაგრძნობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არი, რომ იაკობ გოგებაშვილის ეს ნაწარმოები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას

 

სპექტაკლის პრემიერა 27 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016