reportiori.ge - ვის სახელზეა გაფორმებული სააკაშვილის 200 მილიონიანი იახტა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:33
მედია
ვის სახელზეა გაფორმებული სააკაშვილის 200 მილიონიანი იახტა?
ავტორი:
23 დეკემბერი, 2013. 18:28

„კვირის ქრონიკა" წერდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 200 მილიონ დოლარად უმაღლესი კლასის იახტა შეიძინა. ცნობილი გერმანული გემთმშენებელი კომპანია BLOH BIOM+VOSS-სთვის სააკაშვილმა არა მარტო იახტის შეკვეთა, ამავე წლის მიწურულს აშენება, მისი მოწყობა და ზღვაში გაშვებაც მოასწრო. დიზაინსა და სხვა ამგვარ საკითხებს, ამ საქმეში მეტად პრესტიჟული ბრიტანული კომპანია IACHT ASLAND DESIGN-ი აგვარებდა. გამოცემისტვის ცნობილი გახდა, რომ იმ გერმანულმა კომპანიამ, მიშას იახტის მშენებლობა, მისივე დაჟინებული მოთხოვნით, რეკორდულად მოკლე დროში დაასრულა. იახტის შენახვაში სააკაშვილი ყოველწლიურად 15 მილიონ დოლარს იხდიდა და 2011 წლიდან დღემდე მისი შენახვის ხარჯებმა 45 მილიონი დოლარი შეადგინა. მიშას იახტას მეტად უბრალო სახელი „სწრაფი" ჰქვია და ის ჰოლანდიაში, როტერდამის პორტშია ბაზირებული.


მიშა სააკაშვილმა ეს იახტა საიდუმლო ვითარებაში შეიძინა, ცხადია, იახტის შემკვეთი თავად არ არის. დღესაც, იახტა „სწრაფი" სხვა კერძო ან იურიდიული პირის სახელზეა რეგისტრირებული.

 

„სწრაფის" არსებობა „ქრონიკას" როტერდამში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა პაატა ჯვარშეიშვილმა დაუდასტურა: „ამგვარი იახტის შესახებ ჩემი მეგობრებისგან მსმენია. 200 მილიონ დოლარად ღირებული იახტა ბევრი არ შემოდის არათუ როტერდამის პორტში, მსოფლიოში არც ისე ბევრია. მით უფრო თუ ის აქ არის ბაზირებული, ცხადია, ბევრს მოხვდებოდა თვალში. თუმცა, გადავამოწმე და ამჟამად „სწრაფი" როტერდამის პორტში არ დგას. მხოლოდ იმის გარკვევა მოვახერხე, რომ ის ჰოლანდიის დროშის ქვეშ დაცურავს და მისი მფლობელის ვინაობა არავინ იცის. არ ვიცი შეგნებულად ასაიდუმლოებენ თუ, უბრალოდ არ იციან. საერთოდ როტერდამში მრავლად წააწყდებით სხვადასხვა კატეგორიის იახტებს, რომელთა მეპატრონეთა ვინაობა არავინ იცის, მათი მხოლოდ სახელი და ის სახელმწიფოა ცნობილი, რომლის დროშის ქვეშაც დაცურავენ. სიმართლე გითრათ, ამ იახტათა ინკოგნიტო მფლობელი ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოს მაღალჩინოსანი აღმოჩნდება, ანდა თუ იახტის კვალი რომელიმე მსხვილ მაფიოზამდე მიდის. ყურადღებას ასევე იქცევს დიდი და მდიდრული იახტები. დღეში სხვადასხვა ტიპის, დაახლოებით, 200 იახტა შედის და გადის პორტიდან და დანარჩენების ბედი არავის აინტერესებს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფეშენებელური იახტაა, რომელიც ბოლო წლებში გამოჩენილა ამ პორტში. ცხადია, დღეის შემდეგ კიდევ უფრო ყურადღებით ვიქნები და მიხეილ სააკაშვილის იახტის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოვაგროვებთ მე და ჰოლანდიაში მცხოვრები სხვა ქართველებიც და აუცილებლად მოგაწვდით. ცხადია, თუ „სწრაფს" ვნახავთ, მის ფოტოებსაც მოგაწვდით"...

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა", N51 (23-29 დეკემბერი)

მოამზადა ლილუ მიროტაძემ 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016