reportiori.ge - მწერალთა სახლში წიგნის „იყავი ჩემი სტუმარი“ პრეზენტაცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:04
კულტურა
მწერალთა სახლში წიგნის „იყავი ჩემი სტუმარი“ პრეზენტაცია გაიმართა
24 დეკემბერი, 2013. 13:10

მწერალთა სახლში წიგნის იყავი ჩემი სტუმარი" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული, მისი ავტორები ლონდონში მცხოვრები ქართველი ბანკირი დავით გიგაური და პარიზში მცხოვრები ანა სალდაძე არიან, რომლებმაც მიზნად დაისახეს საქართველოს წარმოჩენა ცნობილი ადამიანების სამზარეულო რეცეპტებით.


წიგნში წარმოდგენილია საყოველთაოდ ცნობილი ქართველების სალომე ანდრონიკაშვილის, პეტრე ბაგრატიონის, ჯორჯ ბალანჩინის, ალექსი მდივნის, გიორგი პაპაშვილის, თამარ თუმანიშვილის, პრინც ნიკოლას თუმანიშვილის ცხოვრების ეპიზოდები და მათი დამოკიდებულება სტუმართმოყვარეობისა და ზოგადად,  დღესასწაულის კულტურის მიმართ.


წიგნიდან ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტყობს მკითხველი. უცხოელთა თვალში კი საქართველო წარსდგება როგორც უძველესი კულტურის ქვეყანა, სადაც ღვინისა და სამზარეულოს მრავალათასწლოვანი ტრადიცია არსებობს.


წიგნი ზაალ სულაკაურის გამომცემლობამ მიერ დაიბეჭდა. მისი პრეზენტაცია 10 დეკემბერს უკვე გაიმართა ლონდონში, ცნობილ White Cube გალერიაში.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016