reportiori.ge - კულტურის სამინისტრომ საახალწლო ღონისძიებათა პროგრამა წარმოადგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:41
კულტურა
კულტურის სამინისტრომ საახალწლო ღონისძიებათა პროგრამა წარმოადგინა
24 დეკემბერი, 2013. 15:00

დღეს, კულტურის სამინისტროში საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა. ორგანიზატორებმა 25-დან 31 დეკემბრამდე დადგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.


კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, კულტურის სამინისტრო მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება. ღონისძიებებში ჩართულია აბსოლუტურად მთელი საქართველო 64 რაიონით.

 
„25 დეკემბერს, როდესაც ათასამდე სანტა კლაუსის მსვლელობა მოეწყობა რუსთაველის გამზირზე, ისინი ჩასხდებიან 14 ავტობუსში და მოივლიან მთელ საქართველოს. მიულოცავენ ბავშვებს ახალი წელს, დაურიგებენ საჩუქრებს. მასშტაბურობით წლევანდელი ახალი წელი ყველაზე დიდია, რაც არ ითქმის ფინანსური თვალსაზრისით", - განაცხადა ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ. 


31 დეკემბერს გალა-კონცერტი ევროპის მოედანზე გაიმართება. მუსიკალურ ნომრებში 184 მონაწილეა ჩართული.  მონაწილეები შერჩეულია Alter Vision ჯგუფის სცენარით, მერიისა და კულტურის სამინისტროსთან კონსულტაციებით.


როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანია Alter Vision ჯგუფის წარმომადგენელმა დათო ცინცაძემ აღნიშნა, გალა-კონცერტი თავისი ხასიათით ინოვაციური და ექსპერიმენტული იქნება. კონცერტის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათია და იგი "რუსთავი-2"-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

 

სცენარის მიხედვით, ჩვენ ვართ დროის მანქანა, რომელიც 1930-დან 2014 წლამდე ეპოქებს და დეკადებს მოიცავს, ასევე მუსიკალურ ჰიტებს. ჩვენ ვაერთიანებთ ჟანრებს თითოეულ ნომრებში", - განაცხადა დათო ცინცაძემ


ორგანიზატორების განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 29-30 დეკემბერს აღნიშნულ შოუს დაესწრებიან ბავშვები დევნილთა კომპაქტური დასახლებებიდან, მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები, ასევე სხვადასხვა საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მშობლების შვილები. 


25 დეკემბერს, 18:00 საათზე პარლამენტის შენობასთან ნაძვის ხის საახალწლო შოუ-პროგრამა გაიმართება. 18:45 საათზე, რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან წამოვა მარხილი, რომელიც თოვლის ბაბუასა და სანტა კლაუსს მოიყვანს. 19:00 საათზე, თოვლის ბაბუა ბავშვებთან ერთად საახალწლო ნაძვის ხეს აანთებს. ასევე აინთება საახალწლო განათება. თოვლის ბაბუა მოჰყვება რეგიონებში მოგზაურობის შესახებ და მოიყვანს 700 სანტა კლაუსს. 27 დეკემბრიდან 1-ელი იანვრის ჩათვლით, სპორტის სასახლეში საახალწლო გრანდიოზული შოუ "ყინულის დედოფალი" გაიმართება 3D პროექციებით. 



29 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია საახალწლო გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნინო ანანიაშვილი, ბადრი მაისურაძე, ნინო სურგულაძე და სხვები. 31 დეკემბერს კი, Alter Vision ჯგუფის ორგანიზებით, გალა-კონცერტი 10.30 საათზე დაიწყება. 


როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საქართველოს ფოსტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნია ქირიამ აღნიშნა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბავშვებს "საქართველოს ფოსტის" ნებისმიერ სერვის-ცენტრში მისვლა და თოვლის ბაბუასთვის წერილის გაგზავნა შეუძლიათ მისამართზე: Tovlisbabua@2014. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016