reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: გარდამავალი პერიოდი ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის ყოველთვის რთულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:38
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: გარდამავალი პერიოდი ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის ყოველთვის რთულია
ავტორი: ანა ნოდია
25 დეკემბერი, 2013. 11:40

"ეს იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც ჩვენმა მთავრობამ უზრუნველყო ქართული ეკონომიკის და ბიზნესის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება, შექმნა გარემო, სადაც მეწარმეს საშუალება აქვს, თავად განსაზღვროს საკუთარი ბიზნესის განვითარების პრიორიტეტები და დაცულია მათი კერძო საკუთრების უფლებები" - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2013 წელი ქართული ეკონომიკისთვის საეტაპო იყო. მისი განმარტებით, გარდამავალი პერიოდი ეკონომიკისა და ბიზნესისთვის ძალიან რთულია.


გარდამავალი პერიოდი ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით ბიზნესისთვის და შესაბამისად, ეკონომიკისთვის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ პროცესს ახლავს დაძაბული პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, წლის მეორე ნახევარში ადგილობრივმა და უცხორმა ბიზნესმა ახალი მთავრობის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობები დაინახეს და ეკონომიკური სიტუაციის გაჯანსაღება შეინიშნება. 


"მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა, პირველ კვარტალთან შედარებით, მე-3 კვარტალში 24 პროცენტით გაიზარდა. ცხრა თვის მონაცემებით, კერძო სექტორში საწარმოთა ბრუნვამ 30 მილიარდი ლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მესამე კვარტალში გაიზარდა და 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვეწნებელს 20 პროცენტით აღემატება. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის 11 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4 პროცენტით გადააჭარბა. გაიზარდა ექსპორტი 20 პროცენტით და2, 6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაცბსაქართველოს ექსპორტისთვის რეკორდული მაჩვენებელია", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. 


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი, 11 თვის მონაცემებით 65 პროცენტით გაიზარდა და 540 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ასევე თითქმის სამჯერ გაიზარდა ექსპორტი რუსეთში და 161 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016