reportiori.ge - თურქეთის ეკონომიკის მინისტრი გადადგა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:36
მსოფლიო
თურქეთის ეკონომიკის მინისტრი გადადგა
ავტორი: ანა შანიძე
25 დეკემბერი, 2013. 11:58

თურქეთის ეკონომიკის მინისტრი, ზაფერ ჩაღლაიანი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხმაურიან სკანდალში მისი ვაჟი გაეხვა, რომელიც პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა.

გასულ კვირას კორუფციის თაობაზე გახმაურებული გამოძიების ფარგლებში თურქეთის პოლიციამ 24 ადამიანი დააკავა, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შვილები. მინისტრის ვაჟებს ბრალად ედებათ ქრთამის აღებასა და მიცემაში შუამდგომლობა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა  ჩატარებულ ოპერაციას "ბინძური" უწოდა და განაცხადა, რომ ის მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ.

კორუფციასთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული ადამიანის საქმე განიხილება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სკანდალი პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გარემოცვას შეეხო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016