საზოგადოება
აქციაზე სოციალურად დაუცველები დავით სერგეენკოს მისვლას ითხოვენ
29 ივლისი, 2013. 16:33
ყოფილ მე-13 საჯარო სკოლაში დარჩენილი სოციალურად დაუცველები, მათთან ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მისვლას ითხოვენ. ისინი ჯანდაცვის მინისტრს დახმარებას სთხოვენ. მათი ინფორმაციით, დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელმა სოციალურად დაუცველებს ისანში, სამხედრო ჰოსპიტალში შეჭრა ურჩია. სოციალურად დაუცველების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია დევნილების საკუთრებაა და იქ შეჭრა კანონდარღვევა იქნება. ამიტომ, ისინი ჯანდაცვის მინისტრს დახმარებას სთხოვენ, რომ მოხდეს მათი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება. ამასთან, მე-13 სკოლაში დარჩენილი სოციალურად დაუცველი მოქალაქეები უარყოფენ დევნილთა სამინისტროს ინფორმაციას, რომ მათ რაიმე ტიპის ალტერნატიული საკუთრება გააჩნიათ.
15 თებერვალი, 2016. 03:14
15 თებერვალი, 2016. 03:07
15 თებერვალი, 2016. 01:18
14 თებერვალი, 2016. 16:50
14 თებერვალი, 2016. 16:00
14 თებერვალი, 2016. 11:44
14 თებერვალი, 2016. 11:38
14 თებერვალი, 2016. 11:31
ლევან ვასაძე: თამარ სანიკიძე ძალიან მიყვარს, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი
14 თებერვალი, 2016. 11:28
14 თებერვალი, 2016. 11:01
14 თებერვალი, 2016. 02:29
14 თებერვალი, 2016. 00:07
13 თებერვალი, 2016. 22:18
13 თებერვალი, 2016. 22:18
13 თებერვალი, 2016. 21:51