reportiori.ge - ინდოეთში ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილს მიაგნეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:01
საზოგადოება
ინდოეთში ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილს მიაგნეს
25 დეკემბერი, 2013. 13:19

არქეოლოგებმა ინდოეთში, გოაში მდებარე ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებში ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილს მიაგნეს. ამის შესახებ, ინფორმაციას ამერიკის არქეოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცემა Archaeology Magazine ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, არქეოლოგებმა ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებში ქვის სარკოფაგი გახსნეს, სადაც აღმოჩენილ ხელის ძვლის დნმ-ს ჩაუტარეს სპეციალური ექსპერტიზა. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხელის ძვალი არის ქართული წარმოშობის და დიდი ალბათობით ის სწორედ მე-17 საუკუნეში წამებით მოკლულ ქეთევან დედოფალს ეკუთვნის.

 

ქეთევან დედოფალი 1613 წელს სპარსელებმა დაატყვევეს. ისტორიული წყაროების მიხედვით, მან უარი განაცხადა შეეცვალა სარწმუნოება და გამხდარიყო სპარსეთის მმართველის ჰარემის წევრი, რის შემდეგაც ის წამებით მოკლეს.

 

ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები სიკვდილიდან 11 წლის შემდეგ გოაში, ქრისტიანულ ტაძარში გადაიტანეს.


საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016