reportiori.ge - ჰელმანდის პროვინციაში ჩატარებული ოპერაცია წარმატებულად შეფასდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:51
მსოფლიო
ჰელმანდის პროვინციაში ჩატარებული ოპერაცია წარმატებულად შეფასდა
25 დეკემბერი, 2013. 16:23

ჰელმანდის პროვინციაში, „ტაქტიკური დაჯგუფება ბელავუდის" დაქვემდებარებაში მყოფმა 31-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. ოპერაცია კოდური სახელით „მონადირე III"-ის მთავარი მიზანი ბატალიონის ოპერაციის რაიონში მოქმედი  ამბოხებულების ზეგავლენის შემცირება იყო. 
სხვადასხვა დამუშავებული მონაცემებით, სოფელ სამხრეთ ჩარებაიაში ექსტრემისტების ზეგავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე სხვა დასახლებულ პუნქტებთან შედარებით მაღალი იყო. ბოლო თვეების განმავლობაში, სოფლის მიმდებარე ტერიტორიიდან კოალიციური ძალების პატრულზე მცირე კალიბრიანი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების ე.წ. IED-ების გამოყენებით რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, 31-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ სამხედრო ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა. ღონისძიების მთავარი მიზანი მოწინააღმდეგის მოქმედებების დაშლა და შეზღუდვა იყო კოალიციურ ძალებზე ამბოხებულთა მიერ დაგეგმილი შეტევების პრევენციის მიზნით.  
დავალება 31-ე ბატალიონის „ჩარლი" და „ალფა" ასეულებმა, ამერიკელი საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით, შეასრულეს. საველე-მობილური მართვის ცენტრიდან ოპერაციას უშუალოდ ბატალიონის მეთაური ხელმძღვანელობდა, ხოლო საჰაერო მართვის ცენტრიდან ღონისძიებას - „ტაქტიკური დაჯგუფება ბელავუდის" ხელმძღვანელი აკვირდებოდა. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა სოფლის ირგვლივ საპატრულო ბაზის მოწყობა, მისი იზოლირება, ჩხრეკა-კორდონის ღონისძიებების ჩატარება და მოსახლეობასთან გასაუბრება იყო. ქართველმა ჯარისკაცებმა ადგილობრივებს პირველადი სამედიცინო დახმარებაც გაუწიეს და თბილი ტანისამოსი დაურიგეს. შურას 31-ე ბატალიონის მეთაურ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი მეშველიანთან ერთად, „ტაქტიკური დაჯგუფება ბელავუდის" მეთაური პოლკოვნიკი დენიელ სალივანიც ესწრებოდა.
ოპერაცია „მონადირე III" ოთხ ფაზად იყო დაყოფილი და 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიებაში 250 ქართველ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, მონაწილეობას 52 ამერიკელი საზღვაო ქვეითიც ღებულობდა. გარდა ამისა, ქართველების მხარდაჭერას გამნაღველთა ჯგუფი, რადიო გადაჭერების ბატალიონი, საბრძოლო ძაღლების დანაყოფი და ავღანეთის ეროვნული არმიის ჯარისკაცები უზრუნველყოფდნენ. ოპერაციაზე მოზიდული იყო 50-ზე მეტი ერთეული ჯავშანტექნიკა „MღAP", უპილოტო საფრენი აპარატები და  საბრძოლო ვერტმფრენები. 
ბრძოლის შემდგომი ერთობლივი ბრიფინგის ანალიზით, ოპერაცია „მონადირე III" წარმატებულად შეფასდა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016