reportiori.ge - მოშიმშილე მსჯავრდებულები სასულიერო პირებმა მოინახულეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:38
საზოგადოება
მოშიმშილე მსჯავრდებულები სასულიერო პირებმა მოინახულეს
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 17:23

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #17 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულები ცოტა ხნის წინ სასულიერო პირებმა მოინახულეს. ერთ-ერთი მსჯავრდებულის მოძღვარის თქმით, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია მშრალად მოშიმშილე ოთხი მსჯავრდებული. მათგან ირაკლი შულაია მოძღვართან საუბრისას გონებას კარგავდა და ითიშებოდა. მოშიმშილეებს შორის, სასულიერო პირის თქმით, არიან დიაბეტით, C ჰეპატიტით, ტუბერკულოზით და სიმსივნით დაავადებულები.  როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის მოძღვარმა განაცხადა, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ოთხ პატიმარს, რომელიც მშრალ შიმშილობაზეა დროულად აღმოუჩინონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო ირაკლი შუალაია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა დროულად იქნას გადაყვანილი საავადმყოფოში. მსჯავრდებულების ოჯახის წევრების განცხადებით, მერვე დღეა რაც #17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები შიმშილობენ. #17 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების ნაწილი მათი საქმეების გადახედვას მოითხოვს, ნაწილი კი მოითხოვს, რომ ე.წ.უდოს კომისიამ დროზე განიხილოს მათი განცხადებები. პატიმართა ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოშიმშილეთა შორის ოთხ მსჯავრდებულს პირი აქვს ამოკერილი. მათი თქმით, მოშიმშილე მსჯავრდებულების რაოდენობა, დღეისათვის უკვე 48-მდე გაიზარდა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016