reportiori.ge - შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:22
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 17:26

საქართველოს შსს-ს აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ორივე მხარისთვის აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების და სიმპოზიუმების ორგანიზება, ასევე, სხვა სახის სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, თანამშრომლების პროფესიული განვითარება, სტუდენტებისთვის გაცნობითი ღონისძიებების ჩატარება, სასწავლო ლიტერატურის ურთიერთგაცვლა და სხვა. შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სტუმრებს აკადემიის საქმიანობის შესახებ მასალები გააცნეს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016