reportiori.ge - გია ჭანტურია: კეზერაშვილს თუ პოულობს ინტერპოლი, „ოდნოკლასნიკის“ ფოტოიან ჩოკუტაევს რატომ ვერ ეძებს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:29
მედია
გია ჭანტურია: კეზერაშვილს თუ პოულობს ინტერპოლი, „ოდნოკლასნიკის“ ფოტოიან ჩოკუტაევს რატომ ვერ ეძებს?
ავტორი:
25 დეკემბერი, 2013. 18:18

გაზეთი „კვირის პალიტრა" საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელის გია ჭანტურიას ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტ ლადო გოგოლაძის შეკითხვაზე - „ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს რატომ არასოდეს კეთდებოდა აქცენტები შეცდომებზე, ჭანტურიამ უპასუხა, რომ არ კეთდებოდა, თუმცა, „ესენი რა, აღიარებენ თავის შეცდომებს?".

 

რუსეთის ბაზრის გახსნამ რომ არ გაამართლა, ამას ვინმე აღიარებს? მაინტერესებს, რატომ არაა დაპატიმრებული ჩოკუტაევი, თუ კეზერაშვილს უცებ პოულობს ინტერპოლი, ოდნოკლასნიკის" ფოტოიან ჩოკუტაევს რატომ ვერ ეძებს? ამ ყველაფერს აღიარებს ვინმე, რომ მათი ბრალია? როცა გამოდიხარ და იძახი - ეკონომიკაში იმიტომ არის პრობლემები, რომ წინა 9 წელი ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაშიო, რატომ ავიწყდება, რომ 9 წლის მანძილზე ყოველ მომდევნო წელი იყო წინაზე უკეთესი. ეს მსოფლიო ბანკის მონაცემია და არა ფინანსთა სამინისტროსი. ყბადაღებულ თემად იქცა 9 წელიწადი, ვიღაც ფეხს მოიტეხს - 9 წელიწადი, ვიღაცას მანქანა დაეჯახება - 9 წელიწადი. სამართლიანობა უნდა შეეხოს ყველას და არა შერჩევით პროვნებებს",- აცხადებს ჭანტურია.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016