reportiori.ge - კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:23
კულტურა
კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
ავტორი:
26 დეკემბერი, 2013. 10:05

დღეს,  16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება საქართველოს მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტის პრეზენტაცია.

როგორც „რეპორტიორს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მრჩეველი ინგა ქარაია, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი თინა კლდიაშვილი, კანცლერი კახა ტრაპაიძე და აკადემიის სხვა თანამშრომლები, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე, მუზეუმების ხელმძღვანელები და თანამშრომლები, პროექტის ავტორები.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარე წელს განხორციელდა საქართველოს 8 მუზეუმის - კასპის, ხაშურის, ონისა და ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმების, თელავისა და ქუთაისის ისტორიული მუზეუმების, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის 300 ექსპონატის რესტავრაცია-კონსერვაცია.

 

პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პედაგოგებისა და მაგისტრანტების მიერ განხორციელდა. 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016