დღეს, 18:00 საათზე კლუბ „ქალაქურში“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - „GFF Awards 2013“ გაიმართება.
ფედერაცია წლის საუკეთესო ფეხბურთელს, ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელს, წლის საუკეთესო ქართველ ლეგიონერ ფეხბურთელსა და საუკეთესო ახალგაზრდა (21-წლამდე) ფეხბურთელს გამოავლენს და დააჯილდოებს.
სპეციალური ანკეტების მეშვეობით, ფედერაციამ გამოკითხვა უკვე დაასრულა.
წლის საუკეთესო ფეხბურთლები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა გამოავლინეს.
ღონისძიებას საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტები, ნაკრებების მწვრთნელები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.