reportiori.ge - ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალესთვის ღია კონკურსი ცხადდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:32
კულტურა
ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალესთვის ღია კონკურსი ცხადდება
ავტორი:
26 დეკემბერი, 2013. 13:26

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, დღეს, ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალეში მონაწილეობის მისაღებად, ოფიციალურად გამოცხადდება ღია კონკურსი და კონკურსის პირობები. კონკურსი მიზნად ისახავს 2014 წელს ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალეზე საქართველოს არსებულ პავილიონში წარსადგენად საუკეთესო საკურატორო წინადადების შერჩევას.

საკონკურსო ნამუშევრების მიღება იწარმოებს 2013 წლის 26 დეკემბრიდან 2014 წლის 30 იანვარამდე, პროექტების განხილვა შედგება 2014 წლის 31 იანვრიდან 6 თებერვლამდე; კონკურსში გამარჯვებული პროექტის საჯარო პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში 2014 წლის თებერვალში გაიმართება.

ბიენალეს წლევანდელი ძირითადი თემაა - საფუძვლები . კონცეფცია თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამოჩენილმა არქიტექტორმა რემ კულჰაასმა წარმოადგინა.

"2014 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალე "საფუძვლები" წარმოაჩენს უკანასკნელი ასწლეულის არქიტექტურის ევოლუციას და ხელს შეუწყობს გლობალიზაციის პირობებში გამოვავლინოთ განსხვავებული კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი ელემენტები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩა სხვადასხვა ხელოვნებაში, ხოლო მათი ახლებური გააზრება არქიტექტურის ახალ შესაძლებლობებს დაგვანახებს", - აღნიშნავს რემ კულჰაასი.

პრიორიტეტი მიენიჭება არა კონკრეტულ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტებს, არამედ ბიენალეს თემატიკის შესაბამის არქიტექტურულ-ურბანულ, სოციო-ისტორიულ, სოციო-სივრცით კონცეფციებს, კვლევით პროექტებს და პერფორმანსებს.

 

პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, აგრეთვე "კამიკაძე ლოჯიას" პროექტში მონაწილე ხელოვანები და თეორეტიკოსები

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016