reportiori.ge - რევაზ ინანიშვილის გარდაცვლებიდან 22 წელი გავიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:39
კულტურა
რევაზ ინანიშვილის გარდაცვლებიდან 22 წელი გავიდა
ავტორი:
26 დეკემბერი, 2013. 13:47

დღეს ცნობილი ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილი   გარდაცვლებიდან 22 წელი გავიდა. რევაზ ინანიშვილი 1926 წელს 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში დაიბადა, 1937 წელს ოჯახთან ერთად გადვიდა საცხოვრებლად თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ომის წლებში, 1943-1945-ში მუშაობდა 31- ქარხანაში. ის  საავიაციო ტექნიკუმში სწავლობდა, მაგრამ  სასწავლებელი არ დაუმთავრებია.

1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1949 წელს უნივერსიტეტი მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო, იმავე წელს მუშაობა დაიწყო სამგორის არხის მშენებლობაზე.

1951 წელს დაბრუნდა უნივერსიტეტში და დაამთავრა 1956 წელს. 1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. 1960 წელს მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობანაკადულში”.

1966 წელს გადავიდა კინოსტუდიაქართულ ფილმშისასცენარო განყოფილებაში, 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ჟურნალდილისრედაქტორად.

მისი პირველი მოთხრობა დაიბეჭდა 1950 წელს. პირველი წიგნი კი 1953 წელს გამოვიდა. 1977 წელს წიგნისათვისშორი  თეთრი მწვერვალიმიენიჭა რუსთაველის სახეობის პრემია. 1980 წელს კინოფილმის – “ქვიშანი დარჩებიანსცენარისთვის, მინისტრთა საბჭოს პრემიახუთწლედის მატიანემიენიჭა.

გამოცემული აქვს მრავალი წიგნი. მისი სცენარების მიხედვით, გადაღებულია ფილმები: “ნატვრის ხელეონიძის მოთხრობის მოხედვით, “ქვიშანი დარჩებიან”, “არდადეგები”, “დედუნა” “ჩირიკი და ჩიკოტელა” “კაცები.

რევაზ ინანიშვილი  1991 წელს 26 დეკემბერს გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

მისი ნოველები  რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ  ენებზე თარგმნილი.

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016