reportiori.ge - შალვა ფიფია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:44
ეკონომიკა
შალვა ფიფია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
27 დეკემბერი, 2013. 15:32

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის წევრებს შეხვდა.


როგორც „რეპორტიორს“ სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა გრძელვადიან პერსპექტივაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს განხორციელებულ და დაგეგმილ იმ პროექტებში, რომლებიც გლეხებს, ფერმერებსა და მეწარმეებს ფინანსურ რესურსთან ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.


ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ შეხვედრაზე მიკროსაფინანსო სექტორის პრეზენტაცია წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მათთვის სოფლის მეურნეობის სექტორი პრიორიტეტულია.


როგორც შალვა ფიფიამ შეხვედრაზე აღნიშნა, სამინისტრო მიესალმება ყველა იმ წამოწყებას, რომელიც დარგის განვითარებას უწყობს ხელს და ასოციაციის წევრებს კონკრეტული წინადადებების წარმოდგენა შესთავაზა.


შეხვედრას პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მოისწრაფიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016