reportiori.ge - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროს 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:38
კულტურა
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროს 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება
27 დეკემბერი, 2013. 17:55

დღეს, 19:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის 2013 წლის ანგარიშს მოისმენს და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროს სპეცილისტებთან წინასაახალწლო შეხვედრას დაესწრება. 


როგორც „რეპორტიორს“ სამინისტროდან აცნობეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, რამდენიმე წელია  აქტიურად მუშაობს, რომლის შედეგად წელს „ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს“ იუნესკომ მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. 


ღონისძიებაზე მოწვეულები არიან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროს განვითარების პროცესში მონაწილე სპეციალისტები.


არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მუშაობა დაასრულა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კანონპროექტზე. პარალელურად, უკვე დაგეგმილია სპეციალური ღონისძიებების ციკლი, რომელიც არამატერიალური  კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენისთვის,  პროფესიული წრეების  გარდა, სფეროში ფართო საზოგადოების  მაქსიმალურ ჩართულობას და მონაწილეობას გულისხმობს.     

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016