2013 წლის საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდელი), ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო, წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერისა და 2013 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოსავლენად, საქართველოს ფეხბურთისა ფედერაციამ, მასშტაბური გამოკითხვა, ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. სპეციალურად შედგენილი ანკეტის მეშვეობით, 2013 წლის 4 ნომინაციაში საუკეთესოების გამოსავლენად ჩატარებულ გაოკითხვაში საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები მონაწილეობდნენ.
ერთი სიტყვით, ეს გამოკითხვა, ამ რამდენიმე დღის წინ დასრულდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ამ გამოკითხვის შედეგები სპეციალურად გამართულ ცერემონიალზე, GFF Awards-2013-ზე, გაცხადდა.
ახლა კი ვნახოთ, თუ რომელ ნომინაციაში ვინ გაიმარჯვა:
1. საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე) ფეხბურთელი - ვაკო ყაზაიშვილი (არნემის „ვიტესი" / ჰოლანდია)
II ადგილი - გიორგი პაპავა (თბილისის „დინამო")
III ადგილი - გიორგი ჭანტურია (არნემის „ვიტესი" / ჰოლანდია)
2. ეროვნული ჩემპიონატის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი ლორია (თბილისის „დინამო")
II ადგილი - ელგუჯა გრიგალაშვილი (თბილისის „დინამო")
III ადგილი - ჩისკო (თბილისის „დინამო")
3. საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი - გურამ კაშია (არნემის „ვიტესი" / ჰოლანდია)
II ადგილი - ჯაბა კანკავა (დნეპროპეტროვსკის „დნეპრი" / უკრაინა)
III ადგილი - ვაკო ყაზაიშვილი (არნემის „ვიტესი" / ჰოლანდია)
4. საქართველოს 2013 წლის საუკეთესო გუნდი - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწრთნელი გია ცეცაძე) - 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატისა ფინალისტი
5. საქართვეოს 2013 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი - გურამ კაშია (არნემის „ვიტესი" / ჰოლანდია)
II ადგილი - გიორგი ლორია (თბილისის „დინამო")
III ადგილი - ჯაბა კანკავა (დნეპროპეტროვსკის „დნეპრი" / უკრაინა)