reportiori.ge - ირანის კონსული: ქართველ სამართალდამცავებს მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადავეცით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:42
სამართალი
ირანის კონსული: ქართველ სამართალდამცავებს მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადავეცით
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 19:43

ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული აჰმად რეზა არზიანი ბათუმის  ბულვარში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის საქმეს გამოეხმაურა. კონსულის განმარტებით, მკვლელობაში ბრალდებული ირანის მოქალაქე ორი წლის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა და ჯერჯერობით ირანში არ დაბრუნებულა. "ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ მკვლელობას და მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ სამართალდამცავებს, მივაწოდოთ ინფორმაცია მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ. უკვე გადავეცით მნიშვნელოვანი ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილეს. საზღვრებზე გაძლიერებულია კონტროლი. მკვლელობაში ბრალდებული ბოლო ორი წელის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდა და ჯერჯერობით ირანში არ დაბრუნებულა. იმედი მაქვს, ამ საქმეს მალე ნათელი მოეფინება და ინციდენტი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ აისახება, "- აღნიშნა აჰმად რეზა არზიანმა. 16 წლის მარიამ კოჩალიძე ბათუმის  ბულვარში  23 ივლისს მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანია.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016