reportiori.ge - უკრაინელი ჟურნალისტის ცემის ფაქტზე ორი დეპუტატი დაკითხეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:51
მსოფლიო
უკრაინელი ჟურნალისტის ცემის ფაქტზე ორი დეპუტატი დაკითხეს
ავტორი: რეპორტიორი
28 დეკემბერი, 2013. 13:34

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოში ჟურნალისტ ტატიანა ჩორნავოლის ცემის ფაქტზე ორი დეპუტატი - ნიკოლაი კნიაჟიცკი და დავით ჟვანია დაკითხეს. 
დეპუტატების განცხადებით, მათთვის გაუგებარია, რატომ დაიბარეს ისინი მილიციაში. ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, გამოძიებას აქვს ვინმე კონსტანტინ კაგალოვსკის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის ცემაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სერგეი კოტენკოს კავშირი ჰქონდა ნიკოლაი კნიაჟიცკისთან და დავით ჟვანიასთან. 
თავის მხრივ კი, დავით ჟვანია ამტკიცებს, რომ თვალითაც კი არ უნახავს ეჭვმიტანილი სერეგი კოტენკო და არც მის არსებობაზე სმენია რაიმე. კიევის სასამართლომ უკრაინელი ჟურნალისტის ტატიანა ჩორნავოლის ცემის ფაქტზე ოთხ ეჭვმიტანილს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. 
უკრაინელი ჟურნალისტი ტატიანა ჩორნავოლი კიევში, 25 დეკემბერს, სასტიკად სცემეს 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016