reportiori.ge - სოციალურად დაუცველები დევნილთა და განსახლების სამინისტროს დადებული პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:52
საზოგადოება
სოციალურად დაუცველები დევნილთა და განსახლების სამინისტროს დადებული პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 12:12

მთელი ღამის განმავლობაში ხმაური იყო ისანში, ყოფილი ჰოსპიტალის ტერიტორიაზე. მე-13 სკოლიდან გამოსახლებული სოციალურად დაუცველები, დევნილთა და განსახლების სამინისტროს დადებული პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სკოლიდან გამოსახლებას სამინისტროს შეთავაზების გამო დასთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც მათთვის საცხოვრებელი ფართი ჰოსპიტალში უნდა გამოეყოთ. თუმცა ადგილზე მისულები აცხადებენ, რომ იქ მყოფმა დევნილებმა შენობაში არ შეუშვეს და წინააღმდეგობა გაუწიეს.

სოციალურად დაუცველები აცხადებენ, რომ  დევნილებს ადგილები უკვე დაკვებული აქვთ და შენობაში არ უშვებენ.

 „აქ დაგვხვდა საოცარი სიტუაცია, გვაპირისპირებენ დევნილებს. გამოგვიცხადეს, რომ აქ ვერ გავჩერდებით ,რადგან ეს ადგილები უვკე დაკავებული აქვთ. შეიძლება ხვალ დილით ვინმე მოვიდეს და ყელი გამოგჭრას. რატომ შეგვიქმნეს ასეთი მდგომარეობა? შეესწავლა დევნილთა სამინსტროს ეს ტერიტორია და ისე გამოვეყვანეთ იმ შენობიდან",- აღნიშნა სოციალურად დაუცველიმა მარიამ ვარდოსანიძემ.

შენობაში შესახლებული დევნილების განცხადებით, კი  ადგილი არ არის,  სოციალურად დაუცვლეები ოთახებში რომ შეიყვანონ.

„ორი საწოლი მიდგას წავიყვან 3 ადამიანს გავიჭირვებ და დავაწვენ. დანარჩენები სად უნდა წავიდნენ? წინააღმდეგი კი არ ვარ, ფიზიკურად არ არის საშუალება, რომ შემოვიდნონ და დაიძინონ.  ხან ჩინელი გვაკითხავს, ხან ამერიკელი. ჩინელების და ამერიკელების არის ეს ქვეყანა. მაშინ, ყველა ქართველმა ვთქვათ უარი საქართველოზე. წავიდეთ ჩვენც სხვაგან და ჩავბარდეთ დევნილებად,"- განცხადა დევნილმა მარიამ ბეჟანაშვილმა.

სამინისტროს განცხადებით კი ამ შენობაში დილით 90 ოთახი იყო თავისუფალი.

„დახლოებით 7 ოჯახი შესასახლებელი. უამრავი  ფართია, რომელიც თითქოს ვიღაცას დაკვებული აქვს, მაგრამ ცარიელია. არანაირი ავეჯი იქ არ დგას. შესაბამისად, შეუძლიათ შევიდნენ ამ ოთახებში. გარდა ამისა კოჯორში ვთავაზობთ ამაღამ აყვანას. დღეს დილით, აღრიცხვის შედეგად, 90 ოთახი იყო ცარიელი ამ შენობაში. ტელვიზიებმა რომ გამოცხადეს ეს ინფორმაცია, ტაქსი ტაქსს  მოსდევდა, ლეიბით და ბალიშით მორბოდა ხალხი ადგილის დასაკავებლად. რელაურად, 8 თვეა აქ  არავინ ცხოვრობს."-აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016